პუტინის ოქროს ბიუსტი ჩამოასხეს - კვირის პალიტრა

პუტინის ოქროს ბიუსტი ჩამოასხეს

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ პუტინის ოქროს ბიუსტი ჩამოასხეს. ბიუსტი 585 სინჯის ოქროსგანაა დამზადებული და 16,38 კილოგრამს იწონის. ოქროს პუტინი" თვის განმავლობაში ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში გამოიფინება, შემდეგ მას გულის ფორმებად გადაადნობენ და გაყიდვით შესულ თანხას საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხავენ. რუსეთის ოპოზიციამ ამ აქციას მარაზმი უწოდა.