ტრაგედია ჰონდურასში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ჰონდურასში

ჰონდურასის ქალაქ კომაიაგუის ციხეში ხანძარმა 350 პატიმარი იმსხვერპლა. ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, რაც ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა ყვირილით, "ყველანი აქ დავიხოცებით", თავის საწოლს ცეცხლი წაუკიდა.მეხანძრეებმა ცეცხლთან გამკლავება მხოლოდ სამი საათის შემდეგ შეძლეს. ხანძრის დროს ციხიდან 500 პატიმარი გაიქცა.

ციხის დაცვა მეხანძრეებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდხანს არ უშვებდა. გარდა ამისა, მასობრივი გაქცევის თავიდან ასაცილებლად პატიმრებს ცეცხლი გაუხსნეს და ათეულობით მსჯავრდადებული მოკლეს. ციხესთან შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. საბოლოოდ, ცეცხლი მეხანძრეებმა სამი საათის შემდეგ ჩააქრეს. ეს შემთხვევა მსოფლიოს პენიტენციარული სისტემის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი დიდი ტრაგედია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).