"ჩაპლინის დოსიე" გასაჯაროვდა - კვირის პალიტრა

"ჩაპლინის დოსიე" გასაჯაროვდა

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სააგენტომ გაასაჯაროვა "ჩარლი ჩაპლინის დოსიე". აღმოჩნდა, რომ ბრიტანული სპეცსამსახური აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თხოვნით ჩარლი ჩაპლინს წლების განმავლობაში უთვალთვალებდა. კერძოდ, ამერიკელებს აინტერესებდათ ჩაპლინის კავშირი სსრკ-სა და ევროპელ კომუნისტებთან. გარდა ამისა, ამერიკელები ვარაუდობდნენ, რომ ლეგენდარული მსახიობის ნამდვილი გვარ-სახელი არა ჩარლი ჩაპლინი, არამედ ისრაილ ტორნშტაინი იყო.