ამერიკელ მილიონერს ქართველი მოცეკვავის ცემის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ამერიკელ მილიონერს ქართველი მოცეკვავის ცემის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკელ მილიონერს ქართველი მოცეკვავის ცემის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა "ნიუ-იორკ პოსტი" იტყობინება. ინციდენტი 42 წლის ტომას ჰარტმანსა და 37 წლის სოფია კანდელაკს შორის გასული წლის აპრილში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში მოხდა. მათ შორის კამათი დაიწყო, რომლის დროსაც მილიონერმა ქალს სახეში გაარტყა. დაზარალებულის განცხადებით, მას შუბლზე 16 ნაკერი დაადეს. სასამართლო გარჩევის დროს ბრალდება აცხადებდა, რომ ჰარტმანმა კანდელაკს სხეულის განზრახ დაზიანება მიაყენა. ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალდების არგუმენტი გაიზიარა და ჰარტმანს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, მოგვიანებით განაჩენი შეამსუბუქა და მილიონერის სასჯელის ვადა ორ თვემდე შეამცირა. ჰარტმანის დაცვის განცხადებით, კანდელაკი მილიონერის გაძარცვას ცდილობდა. თავად მილიონერი კი, რომელსაც ერთ ფეხზე პროთეზი აქვს, ირწმუნება, რომ წონასწორობა დაკარგა და კანდელაკს შემთხვევით დაეჯახა.