საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ივანიშვილი ლიდერობს - კვირის პალიტრა

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ივანიშვილი ლიდერობს

"საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს. კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 50%-მა.  22,5%-მა პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა  7,5%-მა - გიგი უგულავა, 9,5%-მა - სხვა. ამ სხვა კანდიდატებიდან  8,7%-მა - მიხეილ სააკაშვილი, 3,8%-მა - დავით ბაქრაძე, 2%-მა - ირაკლი ალასანია, ხოლო 1,9%-მა - გიორგი თარგამაძე დაასახელა. კვლევის მიხედვით, ივანიშვილს უმეტესად ქალაქის მცხოვრებნი ემხრობიან, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებში სოფლის მოსახლეობა სჭარბობს.