კიაის სკანდალური ანგარიში - კვირის პალიტრა

კიაის სკანდალური ანგარიში

გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი არსებობს იმისა, რომ საქართველოში მოდერნიზაციაზე ორიენტირება შიშის, დაშინების და ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით წავიდეს. ერთ-ერთ მაგალითად მომხსენებელმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი დაასახელა და აღნიშნა, რომ ის არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას, ამკვიდრებს უნდობლობას, საფრთხეს უქმნის უფლებადამცველებსა და სამოქალაქო გაერთიანებებს. მისი თქმით, საქართველოში უთანასწორო პოლიტიკური ველია. კიაის თქმით, 26 მაისის აქციაზე ხელისუფლების რეაქცია არაპროპორციული იყო და ეს ბადებს ეჭვს, რომ მიზანი აქციის დაშლა კი არა, მისი მონაწილეების დასჯა იყო. გაეროს მომხსენებელმა მოუწოდა ხელისუფლებას, 26 მაისის მოვლენებზე ხელახალი გამოძიება ჩაატაროს. კიაიმ სასამართლოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს. კიაი ანგარიშს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-20 სესიაზე წარადგენს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).