ივანიშვილმა მომავალი თანაპარტიელები წარადგინა - კვირის პალიტრა

ივანიშვილმა მომავალი თანაპარტიელები წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური პარტიის  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფი წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერი ვანო კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ბიზნესმენი გიორგი (გოგლა) ჟვანია, უფლებადამცველი თამაზ ავდალიანი, იურისტი მანანა კობახიძე, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური, დიპლომატი თედო ჯაფარიძე, ექსპერტი გია ვოლსკი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, მეცნიერი ნუგზარ დავითაშვილი და ფეხბურთელი კახი კალაძე. პPარტიის დაფუძნება მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იგეგმება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).