შსს-მ ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა - კვირის პალიტრა

შსს-მ ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ჯონი ბაკურიძემ ბათუმის "ტვ 25"-ის ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ოპერატორ ბაჩი მურვანიძეს კი  კამერა წაართვა.მაღალჩინოსანი იმან გააღიზიანა, რომ ჟურნალისტები პატრულის მიერ მძღოლების  შერჩევით დაჯარიმების ფაქტს  აფიქსირებდნენ. თურმანიძემ პროკურატურაში იჩივლა. შსს-ს ხელმძღვანელობამ ბაკურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).