"საზღვარზე" გადასვლა 400 რუბლი ღირს - კვირის პალიტრა

"საზღვარზე" გადასვლა 400 რუბლი ღირს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები გალის რაიონის მოსახლეობას აიძულებენ, ე.წ. «საზღვარზე» გადასასვლელი საშვები 400 რუბლად შეიძინონ.

27 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ოტობაიაში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაკავებული ქართველები გალში გადაიყვანეს. თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლებულია რამდენიმე ქალბატონი. დაკავებულებმა ე.წ. საშვებში 400 რუბლი გადაიხადეს. ოკუპანტებმა 30-მდე მგზავრი ზუგდიდიდან გალის რაიონში დაბრუნების დროს დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს აფხაზური მილიციისგან ნებართვა წინასწარ ჰქონდათ აღებული. ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტილია. რუსები ყველას აფრთხილებენ, რომ ე.წ. «საზღვარს» მათ მიერ გაცემული საშვების გარეშე არც კი მიუახლოვდნენ.