პერესი პაციფიზმში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

პერესი პაციფიზმში დაადანაშაულეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა პრეზიდენტი შიმონ პერესი პაციფიზმში დაადანაშაულა. ბარაქი პერესის იმ განცხადებამ აღაშფოთა, რომლის მიხედვითაც, ირანთან "თვითდაშინება" და "საომარი რიტორიკა" მიუღებელია. მინისტრმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ ის ქვეყანას მხოლოდ ნომინალურად ხელმძღვანელობს, რეალურ გადაწყვეტილებებს კი მთავრობა იღებს. ბარაქმა ისიც გაიხსენა, რომ 1981 წელს პერესი ერაყის ოსირაკის ატომური რეაქტორის დაბომბვის წინააღმდეგი იყო. ისრაელს რეაქტორი რომ არ დაებომბა, სადამ ჰუსეინს რამდენიმე წელში ბირთვული იარაღი ექნებოდა.