არგენტინაში კატასტროფაში 50 კაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

არგენტინაში კატასტროფაში 50 კაცი დაიღუპა

არგენტინაში სარკინიგზო კატასტროფაში 50 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტი კი დაშავდა. ბუენოს-აირესის სარკინიგზო სადგურ "ონსეზე" მატარებელი ბაქანს დიდი სისწრაფით მიუახლოვდა, შემდეგ კი ჩიხში შევიდა და კედელს შეეჯახა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ბოლო ვაგონი წინაში 6 მეტრის სიღრმეზე შეიჭრა, დანარჩენი ვაგონები კი ლიანდაგიდან გადავიდნენ და ერთმანეთში აიზილნენ. წინასწარი ინფორმაციით, მატარებელს მუხრუჭებმა უმტყუნა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).