ერაყში ტერაქტებმა 60 ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ერაყში ტერაქტებმა 60 ადამიანი იმსხვერპლა

ერაყში ტერაქტების დროს დაღუპულ 60 ადამიანს შორის არიან ქალები და ბავშვები. აფეთქებები ბაღდადსა და სხვა ქალაქებში შიიტებით დასახლებულ რაიონებში მოხდა. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ აფეთქებების უკან სუნიტური პოლიტიკური კოალიცია "ალ-ირაკია" დგას. ეს კოალიცია ერაყის შიიტი პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიქის მთავრობის მხრიდან შევიწროებას განიცდის.