სირიაში ჟურნალისტები დაიღუპნენ - კვირის პალიტრა

სირიაში ჟურნალისტები დაიღუპნენ

სირიაში სამთავრობო ძალების მიერ ოპოზიციის მთავარი საყრდენის, ქალაქ ჰომსის დაბომბვის შედეგად თჰე შუნდაყ თიმეს-ის ჟურნალისტი, ამერიკელი მარი კოლვინი და ფრანგი რეპორტიორი, სააგენტოს თანამშრომელი რემი ოშლიკი დაიღუპნენ. ერთ-ერთი ჭურვი ბაბ-ამროს რაიონში მდებარე პრესცენტრს მოხვდა, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მანამდე, 9 თებერვალს, ჰომსში "ალ-ჯაზირას" კორესპონდენტი მაზარ თაირა მოკლეს. ბოლო მონაცემებით, ჰომსის ბარბაროსულ დაბომბვას ორი ათასამდე ადამიანი შეეწირა.