ობამამ ავღანელებს ბოდიში მოუხადა - კვირის პალიტრა

ობამამ ავღანელებს ბოდიში მოუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ავღანელ კოლეგას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჰამიდ ყარზაის და ავღანელ ხალხს ნატოს სამხედროების მიერ ყურანის დაწვისთვის ბოდიშს უხდის. ობამამ ყარზაის დამნაშავეების დასჯის პირობა მისცა. ალიანსის სამხედროებმა ყურანი ბაგრამის ბაზაზე დაწვეს, რასაც ავღანელების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ "სიკვდილი ამერიკას" და უცხოელ სამხედროებს თავს ესხმოდნენ. რამდენჯერმე საფრთხე ქაბულში აშშ-ის საელჩოსაც დაემუქრა, თუმცა ჯარისკაცებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. შეტაკებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა.