ჩხარტიშვილი დააკავეს - კვირის პალიტრა

ჩხარტიშვილი დააკავეს

კიკვიძის ბაღში პოლიციის თანამშრომლებმა "ქართული ოცნების" ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.ლაშა ჩხარტიშვილი მშენებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  ერთ-ერთ ორმოში იყო ჩასული და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა. პოლიციის თანამშრომლებმა ჩხარტიშვილი ორმოდან ამოიყვანეს, საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ასევე დააკავეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე, გიორგი ფარესაშვილი და "საქართველოს გზის" ერთ-ერთი ლიდერი თეიმურაზ მურვანიძე. კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობას და ხეების გაჩეხას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველები რამდენიმე კვირის განმავლობაში აპროტესტებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).