ომი "ფეისბუკზე" - კვირის პალიტრა

ომი "ფეისბუკზე"

23 თებერვალს,  ქართველმა ბლოგერებმა რუსეთში "მამულის დამცველთა დღესთან" დაკავშირებით პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის Fაცებოოკ-ის გვერდზე საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საპროტესტო განცხადებები დაწერეს. მას შემდეგ, რაც კომენტარებმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, პრეზიდენტის Facebook-ის გვერდიდან მათი წაშლა დაიწყეს, თუმცა, კომენტარი იმდენი იყო, რომ წაშლასაც ვეღარ ახერხებდნენ, ამიტომ პრეზიდენტის გვერდი საქართველოს ინტერნეტმომხმარებელთათვის დაბლოკეს. 24 თებერვალს, წითელი არმიის მიერ თბილისის აღების თარიღის წინადღეს, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე რუსების მხრიდან ჰაკერული შეტევა განხორციელდა. პრეზიდენტი წუთში რამდენიმე ათეულ შეტყობინებას იღებდა. მეორდებოდა ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინება. კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ "მიხეილ სააკაშვილი ეროვნებით სომეხია, მისი მეუღლე თანამშრომლობს ამერიკულ სპეცსამსახურებთან, ქართველი ხალხი კარგი ხალხია და უკეთესი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს". ყველა შეტყობინება რუსულ ენაზე იყო.