გელბახიანი გირაოთი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

გელბახიანი გირაოთი გაათავისუფლეს

შსს-მ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ბრალდებული ვალერი გელბახიანი სადახლოში დააკავა.2008 წლის დასაწყისში საქართველოდან გაქცეული გელბახიანი სამშობლოში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად დაბრუნდა თავის ვაჟ ირაკლისთან ერთად. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა გელბახიანის სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ და 50.000-ლარიანი გირაოთი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. ის პოლიტიკურ გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" "წყალქვეშა დინებები" მას ებრძვიან და თუ ასე გაგრძელდება, "უკან დამხევი არ არის" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.geზე).