პარლამენტთან "ხაჭოს აქცია" გაიმართა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან "ხაჭოს აქცია" გაიმართა

"ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულებმა პარლამენტის შენობის წინ "ხაჭოს აქცია" გამართეს და საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს ხაჭო მიუტანეს.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე კერვალიშვილმა მათ უთხრა, - ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან ხაჭოს ფულიც კი არ მაქვსო. "ცენტრ-პოინტისგან" მოტყუებულები აგროვებენ ხელმოწერებს, რომელსაც პროკურატურას წარუდგენენ იმ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც თავად აცხადებენ, "ცენტრ-პოინტისა" და "დექსუსის" მიერ ხორციელდება. დაზარალებულები მოითხოვენ, რომ რუსუდან კერვალიშვილმა, ასევე მისმა დამ მაია რჩეულიშვილმა და სიძემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა, მთელ თავის ქონებაზე თქვან უარი, რათა "დექსუსმა" შეძლოს ბინების მშენებლობის დასრულება და მათთვის გადაცემა. "დექსუსში" ადასტურებენ, რომ სააკაძის მოედანზე მშენებარე კორპუსების დასასრულებლად "ცენტრ-პოინტის" ყოფილი კლიენტებისგან კვადრატულ მეტრზე დამატებით 100 დოლარს ითხოვენ, რადგან ზოგიერთ ადგილას საჭიროა ნაგებობის დემონტაჟი და თავიდან აშენება (ვრცლად იხ. გვ. 6, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).