"ეს შენ გეხება" - კვირის პალიტრა

"ეს შენ გეხება"

თბილისსა და საქართველოს 8 ქალაქში კამპანიის - "ეს შენ გეხება" - ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.კამპანიის ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, რომ ახალმიღებული რეგულაციები მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს. როგორც კამპანიის ორგანიზატორებმა განაცხადეს, 2011 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული კანონმდებლობა აუარესებს საარჩევნო გარემოს და არათანაბარ პირობებში აყენებს პოლიტიკურ ძალებს; ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, მკაცრ და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს რიგით ამომრჩეველს, ბიზნესის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და საერთოდ, დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა კამპანია "ეს შენ გეხება" 16 თებერვალს წამოიწყეს. შეიქმნა გვერდი Facebook-ზე, ხოლო ვებგვერდი www.esshengekheba.ge; www.esshengekheba.ge მალე ამოქმედდება. საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა. პეტიციას უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).