"ამომრჩეველთა ლიგა" დაფუძნდა - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველთა ლიგა" დაფუძნდა

კოკა გუნცაძემ, მსახიობმა ნანა შონიამ და იურისტმა ლევან ჩიკვაიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" დააფუძნეს.გუნცაძის განცხადებით, ლიგას პოლიტიკური მიზნები არ აქვს და მისი მიზანი სამოქალაქო მობილიზაციის გზით, საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების პროცესზე დაკვირვება და ფალსიფიკაციის ან ზეწოლის ფაქტებზე სწრაფი რეაგირებაა. "ამომრჩეველთა ლიგა" შემოწირულობებით ფინანსდება და ფილიალების გახსნას აპირებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).