უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის - კვირის პალიტრა

უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა, შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მოისმინოს მათი მოსაზრებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის თაობაზე.კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ უმრავლესობა მზადაა, ამ კანონთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან კიდევ ერთხელ იმსჯელოს. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა მოამზადეს პეტიცია, ხოლო ექსპერტებმა საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელიც კამპანიის - "ეს შენ გეხება" ფარგლებში პარლამენტს წარედგინა. თავისი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს "ქრისტიან-დემოკრატიულ" მოძრაობასაც.