ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი დააკავეს - კვირის პალიტრა

ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონოდ მისაკუთრების ბრალდებით დააკავეს საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ლევან აფციაური და ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი რევაზ მუმლაძე.ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ დაცვის უფროსი მუმლაძე პოლიტპატიმარია, რადგან არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ივანიშვილთან კავშირის გამო დააპატიმრეს.