შეხვედრა მიუნხენში - კვირის პალიტრა

შეხვედრა მიუნხენში

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ქართული და რუსული დელეგაციები შეხვდნენ."კარგია, თუ რუსეთთან დიალოგის აღსადგენად მუშაობა დაიწყო. თუმცა უკეთესი იქნებოდა, ამ ფორმატში მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოების წარმომადგენლებსაც და არა მხოლოდ პროსახელისუფლებო, არამედ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც. ასევე კარგი იქნებოდა, საზოგადოებას გაეგო, რა მიზნით ტარდება ასეთი შეხვედრები და როგორია შედეგი", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.