ივანიშვილმა კოალიცია წარადგინა - კვირის პალიტრა

ივანიშვილმა კოალიცია წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" წარადგინა. კოალიციაში გაწევრდნენ პარტიები: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი" და პერსონალურად - ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი.კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ნოდარ ხადური კი აღმასრულებელი მდივანი იქნება. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან - დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი. კობა დავითაშვილი საბჭოს შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა მისი თქმით, მთავარი პროგრამაზე შეთანხმებაა, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხება უნდა განაპირობოს.