პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა - კვირის პალიტრა

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უწმინდესი სამების ტაძარში გაემგზავრა.ისრაელში უწმინდესი იერუსალიმის საპატრიარქოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით იმყოფებოდა. პატრიარქმა მოილოცა ჯვრის მონასტერი, ღვთისმშობლის საფლავი, წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, მოინახულა იოანე მოსხის, წმინდა საბა განწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავები. ილია მეორე ეწვია მოგვთა მღვიმეს, ადგილს, სადაც მოგვებს ქრისტეს შობის მაუწყებელი ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანი სცა სპარსთაგან მოწყვედილი მოწამეების წმინდა ნაწილებს. პატრიარქმა მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვა აღავლინა. ვიზიტის ფარგლებში უწმინდესი შეხვდა იერუსალემის პატრიარქს თეოფილესა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, რის შემდეგაც ილია მეორემ მოილოცა მაცხოვრის შობის ტაძარი, ილია წინასწარმეტყველის ეკლესია და სხვა სიწმინდეები (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).