დედათა მონასტრის ტერიტორიაზე აეროდრომს აშენებენ - კვირის პალიტრა

დედათა მონასტრის ტერიტორიაზე აეროდრომს აშენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ იკოთში,

მუხრანბატონის ისტორიული სასახლის წინ, აეროდრომის მშენებლობის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ ძეგლს.

ტერიტორიაზე, სადაც აეროდრომი უნდა აშენდეს,  ამჟამად განთავსებულია დედათა მონასტერი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, რათა შეაჩერონ ქართული რელიგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება.