სუდანში 150 ჯარისკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

სუდანში 150 ჯარისკაცი მოკლეს

სუდანში არალეგალური ორგანიზაციის "რევოლუციური ფრონტის" მებრძოლები თავს სამხედრო ბაზას დაესხნენ და 150 ჯარისკაცი და ოფიცერი მოკლეს. ოფიციალური ხარტუმი ბაზაზე თავდასხმას ადასტურებს, თუმცა დანაკარგის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. სუდანის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თავდასხმის უკან სამხრეთი სუდანი დგას, რომელსაც მეზობლისთვის ნავთობით მდიდარი ჯაუს რეგიონის წართმევა სურს. "რევოლუციური ფრონტი" ოპოზიციამ 2011 წელს შექმნა და მისი მიზანი პრეზიდენტ ომარ ბაშირის დამხობაა.