სირიაში ოპოზიცია დამარცხდა - კვირის პალიტრა

სირიაში ოპოზიცია დამარცხდა

სირიაში ოპოზიციამ მძიმე მარცხი იწვნია. პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგულმა ჯარებმა რამდენიმედღიანი შტურმის შემდეგ მეამბოხეების მთავარი ციტადელი, ქალაქი ჰომსი დაიკავეს.ჰომსს 7 ათასი ჯარისკაცი და 100 ტანკი უტევდა. შტურმს წინ ერთთვიანი უმოწყალო დაბომბვა უძღოდა. ქალაქში შესული სამხედროები მეამბოხეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. ჰომსის დაბომბვებსა და შტურმს 1500-ზე მეტი კაცი შეეწირა. სირიის ოპოზიციის ლიდერების აზრით, ჰომსის დაცემა იმან გამოიწვია, რომ დასავლეთმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება მეამბოხეებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.