ტერორისტმა 23 კაცი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტერორისტმა 23 კაცი იმსხვერპლა

პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ თირაში მეჩეთის შესასვლელში თავი აიფეთქა, რასაც 23 კაცი ემსხვერპლა.ტერაქტი მაშინ მოხდა, როდესაც მუსლიმანები ლოცვას მორჩნენ. დაღუპულთა უმრავლესობა დაჯგუფება "ლაშქარ-ი-ისლამის" წევრია, რომელიც ხაიბერის რეგიონს აკონტროლებს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო "თალიბანმა", რომელიც "ლაშქარ-ი-ისლამს" რეგიონში გავლენის სფეროებს ეცილება.