გაერო მეამბოხეებს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

გაერო მეამბოხეებს ადანაშაულებს

გაეროს საექსპერტო კომისიამ ლიბიელი მეამბოხეები, რომლებიც მუამარ კადაფის რეჟიმს ებრძოდნენ, მკვლელობებში, ადამიანების წამებასა და გატაცებაში დაადანაშაულა. კომისიის დასკვნის მიხედვით, მეამბოხეები ასე უსწორდებოდნენ კადაფის მომხრეებს როგორც სამოქალაქო ომის დროს, ისე დღესაც. კომისია მუამარ კადაფის დაღუპვის გარემოებებსაც სწავლობდა, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო ექსპერტებმა დიქტატორის გარდაცვალების თაობაზე ერთიანი პოზიცია ვერ შეიმუშავეს.