"პალიტრა L" უკვე სიღნაღსა და დედოფლისწყაროშია - კვირის პალიტრა

"პალიტრა L" უკვე სიღნაღსა და დედოფლისწყაროშია

გამომცემლობა "პალიტრა  L"-მა წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო 28-29 თებერვალს დედოფლისწყაროს 1-ელ საჯარო სკოლასა და 1 - 2 მარტს კი სიღნაღის თეატრში.წიგნების ღირებულება 1 ლარიდან იწყებოდა, "პალიტრა  L"-ის ყველასათვის ცნობილი და სასურველი სერიები კი აქციის ფასად იყიდებოდა.

"პალიტრა  L"-მა ამ აქციის პერიოდში ორივე რეგიონის 3-3 მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად გადასცა მიხეილ ჯავახიშვილის, ნოდარ დუმბაძისა და სხვა ქართველი მწერლების სრული კრებული, ასევე საბავშვო წიგნები, რომლებიც თავად ოჯახებმა და ბავშვებმა აირჩიეს.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოსახლეობის სურვილი გადმოგვცეს და გახარებულებმა იმით, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიეცათ წიგნების შეძენისა, გვთხოვეს, კიდევ გაგვემეორებინა ასეთი აქცია.

ეს "პალიტრა  L"-ის რიგით მეხუთე აქცია იყო რეგიონში. საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო,  წნორი, სიღნაღი ის რეგიონებია, სადაც ასეთი აქციები უკვე გაიმართა, მარტის ბოლოსთვის კი სხვა რეგიონებსაც მიეცემათ შესაძლებლობა შეიძინონ სასურველი წიგნები მათთვის ხელმისაწვდომ ფასად.