პირველი ქართული ზალპური სისტემა - კვირის პალიტრა

პირველი ქართული ზალპური სისტემა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა ქართული წარმოების ახალი ზალპური რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ესწრებოდნენ.საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება პოზიციის წინასწარ მოუმზადებლად და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპისთვის საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. მანქანას აქვს დაჯავშნული კაბინა, რაც ხუთკაციანი ეკიპაჟის ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან დაცვას უზრუნველყოფს. სროლის მაქსიმალური სიშორე 40 კილომეტრია.