სად ისწავლის ალექსიძე - კვირის პალიტრა

სად ისწავლის ალექსიძე

თბილისის 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხული მოსწავლის, მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი აცხადებდა, რომ მის შვილს არც ერთი სკოლა არ იღებდა და პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა.მოზარდის განათლების უფლების დარღვევას გამოეხმაურნენ როგორც თავისუფალი მედიის, ისე პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც განათლების სამინისტრომ განაცხადა, ალექსიძე 77-ე სკოლაშია რეგისტრირებული, სადაც მოზარდი არ დადის. მიხეილ ალექსიძის მიღების მზადყოფნა გამოთქვეს Aასევე მე-20, 122-ე და 24-ე საჯარო სკოლებმა (ვრცლად იხ. გვ. 32, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).