ქიმერიძის საქმე - კვირის პალიტრა

ქიმერიძის საქმე

ხაშურის პოლიციის სამმართველოში ქვიშხეთელი სოსო ქიმერიძის გარდაცვალების თაობაზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. სამართალდამცველების ცნობით, ქიმერიძე, რომელიც პოლიციაში ქვიშხეთში მომხდარ ქურდობის ფაქტზე მიიყვანეს, მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. სხვა ვერსიით, ქიმერიძე სამართალდამცველებს შემოაკვდათ. სახალხო დამცველი ოფიციალური განცხადებით პროკურატურას სწორედ იმის დადგენას სთხოვს, ხომ არ გახდა ქიმერიძე არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი. გარდაცვლილის შვილის, გივი ქიმერიძის თქმით, გარდაცვლილს ერთი ფეხი ორგან, მეორე კი ერთგან აქვს მოტეხილი, მოტეხილი აქვს ხელიც, სხეულის სხვადასხვა ადგილი კი დალურჯებული. მოგვიანებით ოჯახმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. Mმეტიც, ქვიშხეთში ჩასულ მედიის წარმომადგენლებს გარდაცვლილის ოჯახში არ უშვებდნენ. ერთ-ერთი ასეთი პირი, მოსახლეობის ინფორმაციით, იქაური პოლიციელის მამა და "ნაციონალების" კოორდინატორი იყო. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ოჯახს სამართალდამცველები აიძულებენ დუმილს (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).