პეტრას ციხე 1 ლარად - კვირის პალიტრა

პეტრას ციხე 1 ლარად

აჭარაში, სოფელ ციხისძირში მდებარე პეტრას უნიკალური ციხე-ქალაქი ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას 49-წლიანი იჯარით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, კომპანია უკრაინულია.ამ საკითხმა პარლამენტში დებატები გამოიწვია. ოპოზიციის აზრით, კულტურული ძეგლის ინვესტორისთვის გადაცემა არ Aშეიძლება, მას სახელმწიფომ უნდა უპატრონოს, მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ ეს უფრო საქველმოქმედო პროექტია, ვიდრე ბიზნესგეგმა და ინვესტორი ციხის მოვლა-პატრონობას კისრულობს, რაც ტურისტების მიზიდვის საწინდარი იქნება  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).