პატრიარქმა წმინდა მიწაზე ვიზიტზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა წმინდა მიწაზე ვიზიტზე ისაუბრა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა მიწაზე საქართველოს მართლმადიდებლური დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, "ზოგიერთი ყოველ წელიწადს დადის წმინდა მიწაზე, რაც არასწორია. "შეჩვევა იცის წმინდა მიწამ. ამ დროს ადამიანს ავიწყდება, რომ ის წმინდა მიწაა და ხშირად ჩვეულებრივად იქცევა. წმინდა მიწაზე არის დიდი სიწმინდე და მასთან ერთად დიდი ბრძოლებიც. კეთილი და ბოროტი განსაკუთრებით იბრძვის წმინდა მიწაზე", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ: "ეს იყო ჩემი მეოთხე ჩასვლა და არც ერთი წინა მისვლა არ შეედრებოდა ამას. უფალი ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან და ვიგრძენი, რამდენად უღირსები ვართ ჩვენ, პირადად მე და მთელი საქართველო და რამდენად დიდია მოწყალება უფლისა. ჩვენ არაფერი შეგვეძლო, გარდა იმისა, რომ უფლისთვის გვეთხოვა, მუდამ ჩვენთან იყოს. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, "უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე", - ბრძანა უწმინდესმა. ილია II-მ წმინდა მიწაზე  სხვა სიწმინდეების მოლოცვასა და ისრაელში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა. "იმედი გამიჩნდა, რომ დაბრუნდება ძველი დრო, როცა ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ", -  ბრძანა პატრიარქმა  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).