"ქართული ოცნება" დააჯარიმეს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" დააჯარიმეს

კონტროლის პალატამ შპს "ქართუ მშენებელი", ამ კომპანიის თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი და "ქართული ოცნება" 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა. კონტროლის პალატას საეჭვოდ ის მოეჩვენა, რომ "ქართუ მშენებლის" თანამშრომელმა ნუგზარ ხუციშვილმა პრემიად 40 ათასი ლარი აიღო, საიდანაც 20 ათასი "ქართულ ოცნებას" შესწირა. პალატის მტკიცებით, ხუციშვილს არ შეუსრულებია ისეთი სამუშაო, 40-ათასიანი პრემია რომ მიეღო და ამიტომაც ეს იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით შესრულებული უკანონო შეწირულობაა. "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა კონტროლის პალატის მოთხოვნა და ხუციშვილს თანხა უკან არ დაუბრუნა. ამიტომაც კონტროლის პალატამ ივანიშვილის "ქართულ ოცნებას", სამშენებლო კომპანიასა და ხუციშვილს, ცალ-ცალკე, სადავო თანხის ათმაგი ოდენობა დააკისრა  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).