ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - კვირის პალიტრა

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ "ქართული ოცნების" ლიდერისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დასკვნის გაცემის ყველა ვადა დაარღვია.ადვოკატებმა რეესტრში განცხადება 5 იანვარს შეიტანეს და კანონით დასკვნა 40 დღეში უნდა მიეღოთ. მაგრამ როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დასკვნის გაცემის ვადა 3-თვიანია და დროის ამ მონაკვეთში დოკუმენტი აუცილებლად გაიცემა. ივანიშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩამოართვა.