ორგანიზატორები სააკაშვილს, ბაქრაძესა და ვაშაძეს მიმართავენ - კვირის პალიტრა

ორგანიზატორები სააკაშვილს, ბაქრაძესა და ვაშაძეს მიმართავენ

კამპანიის "ეს შენ გეხება" ორგანიზატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს.მიმართვაში კამპანიის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ შეასრულოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები, რაც არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას გულისხმობს. ""ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ვეთანხმებით 28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ პოზიციას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის აუცილებლობის თაობაზე და მოგმართავთ წინადადებით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს, არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში"", - ნათქვამია მიმართვაში. კამპანიის ""ეს შენ გეხება"" ფარგლებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ""მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"" კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).