მუმბაიში ბავშვები მოიწამლნენ - კვირის პალიტრა

მუმბაიში ბავშვები მოიწამლნენ

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ინდუისტური დღესასწაულისას ქიმიური საღებავით 13 წლის მოზარდი დაიღუპა, 235 ადამიანი კი მოიწამლა. მოწამლულთა უმეტესობა ბავშვია. ინდუისტური დღესასწაული ჰოლი გაზაფხულის მოსვლას ეძღვნება და ამ დროს ინდოელები ერთმანეთს სხვადასხვა ფერის საღებავებს ასხამენ. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვებმა ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე ლურჯი საღებავით სავსე ტომრები იპოვეს და ფესტივალისას გამოიყენეს. საღებავის შემადგენლობაში ქიმიურად საშიში ნივთიერება იყო და ამიტომ მოწამლულთა უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულია.