კონგოში აფეთქებას 300 კაცი შეეწირა - კვირის პალიტრა

კონგოში აფეთქებას 300 კაცი შეეწირა

კონგოს დედაქალაქ ბრაზავილში სამხედრო საწყობის აფეთქების შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა, 1000-მდე კი დაიჭრა.წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. აფეთქების ტალღამ მთლიანად გაანადგურა სამი სკოლა და 55 სახლი. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბრაზავილში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობაც, თუმცა დიპლომატები არ დაშავებულან (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).