ლიბიას ახალი ომი ემუქრება - კვირის პალიტრა

ლიბიას ახალი ომი ემუქრება

ლიბიაში, შესაძლოა, ახალი სამოქალაქო ომი დაიწყოს, რადგან კირენაიკის რეგიონის ტომების სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერებმა ავტონომია მოითხოვეს. გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლიდერმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა განაცხადა, რომ სეპარატისტთა ლიდერების უმრავლესობა მუამარ კადაფის რეჟიმთან თანამშრომლობდა. მისივე თქმით, ავტონომიის მოთხოვნის უკან  ზოგიერთი არაბული ქვეყანა დგას. შეიარაღებული რაზმების შექმნა კირენაიკის მხრიდანაც დაიწყეს.