სპეცოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა

ნიგერიელი და ბრიტანელი სამხედროების ერთობლივი სპეცოპერაციისას, რომლის მიზანი მძევლების გათავისუფლება იყო,  ორივე მძევალი - იტალიელი ფრანკო ლამოლინარი და ბრიტანელი კრისტოფერ მაკმანუსი - დაიღუპა. უცხოელი ინჟინრები მეამბოხეთა ორგანიზაციამ -"ნიგერიის დელტის გათავისუფლების მოძრაობამ" გაიტაცა. ამ ორგანიზაციის წევრები თავს უცხოური კომპანიების ნავთობჭაბურღილებს ესხმიან და ფულს თეთრკანიანი სპეციალისტების გატაცებით შოულობენ.