ისრაელმა ღაზას შეუტია - კვირის პალიტრა

ისრაელმა ღაზას შეუტია

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორს ავიადარტყმები მიაყენეს, რომლის შედეგადაც 12 პალესტინელი დაიღუპა. დაღუპულთა შორისაა ექსტრემისტული ორგანიზაცია "სახალხო წინააღმდეგობის" კომიტეტის” გენერალური მდივანი აჰმად ალ-ჰანინი. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ განახორციელა, რაც ღაზის მხრიდან საარტილერიო დაცხრილვისას ოთხი ადამიანი დაიჭრა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).