"ეს შენ გეხებას" ორგანიზატორები ხელისუფლებას მიმართავენ - კვირის პალიტრა

"ეს შენ გეხებას" ორგანიზატორები ხელისუფლებას მიმართავენ

კამპანიის - "ეს შენ გეხება" - ორგანიზატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის სახელზე მიმართვა შეიტანეს, რომელსაც 82 ხელმომწერი ჰყავს. "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება. ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ვეთანხმებით 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გამოთქმულ პოზიციას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის აუცილებლობის თაობაზე და მოგმართავთ წინადადებით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში", - ნათქვამია არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართვაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).