მახნიაშვილის დაღუპვა დადასტურდა - კვირის პალიტრა

მახნიაშვილის დაღუპვა დადასტურდა

კანადელმა სამართალდამცველებმა ტორონტოში გაუჩინარებული გოგონას, მარიამ მახნიაშვილის დაღუპვა დაადასტურეს.კერძოდ, ექსპერტიზის მიხედვით, ტორონტოს ჩრდილოეთით, ესტაკადასთან ნაპოვნი სხეულის ნაწილები მახნიაშვილს ეკუთვნის. პოლიციის ცნობით, გოგონა ესტაკადიდან გადავარდა. სამართალდამცველები  თვითმკვლელობის ვერსიაზეც მუშაობენ. 17 წლის მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის 14 სექტემბერს ტორონტოს ფორესტ-ჰილის კოლეჯის ტერიტორიიდან დაიკარგა. მას 2 წელიწად-ნახევარი ეძებდნენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).