ხაშურის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ხაშურის პოლიციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სოსო ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარჩილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. შსს-ს ცნობით, გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ პოლიციის შენობაში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ქვიშხეთის მკვიდრი სოსო ქიმერიძე 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის შენობაში დაიღუპა. სამართალდამცველების ვერსიით, ქიმერიძე სიმაღლიდან გადმოვარდა. თუმცა საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ ქიმერიძე პოლიციელთა სასტიკ მოპყრობას შეეწირა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).