მე-9 არხის ხელმძღვანელად კახა ბექაური დაინიშნა - კვირის პალიტრა

მე-9 არხის ხელმძღვანელად კახა ბექაური დაინიშნა

მე-9 არხის გენერალურ დირექტორად კახა ბექაური დაინიშნა. ტელეკომპანიის ახალი ხელმძღვანელი ვერ აზუსტებს, როდის დაიწყებს მე-9 არხი მაუწყებლობას."არსებობდა ბევრი მიზეზი, რის გამოც მე-9 არხი ეთერში ამ დრომდე ვერ გავიდა. ერთ-ერთია აპარატურასთან დაკავშირებული შეფერხებები. ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა აპარატურის დაზიანება და მოახერხა კიდეც ეს - დიდი ნაწილი დასხივებული და დაზიანებულია", - აღნიშნა ბექაურმა. მისი ინფორმაციით, მე-9 არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას სამი ადამიანისგან დაკომპლექტებული საზოგადოებრივი საბჭო უზრუნველყოფს (ვრცლად იხ.გვ. 11, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).