რასმუსენი გვაიმედებს - კვირის პალიტრა

რასმუსენი გვაიმედებს

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთის პოზიციის მიუხედავად, არ შეიცვლება ღია კარის პოლიტიკა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპებს იზიარებენ.მისი თქმით, ძალაში რჩება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო გახდება ალიანსის წევრი. "ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.