აშშ-ის დამოკიდებულება არ შეიცვლება - კვირის პალიტრა

აშშ-ის დამოკიდებულება არ შეიცვლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა, საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. "საქართველოსთან, მის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენი პოზიცია ამ საკითხებზე რუსეთთან ურთიერთობაშიც სრულიად ნათელი იქნება. არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ამას შეცვლის", - განაცხადა ნულანდმა.